03.სექტემბერი .2019 16:30

რომელ ლოკაციებზე გაგრძელდება „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები?

views 1204
უკან

ჰოლივუდის ფილმის Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება დღეიდან რუსთავში დაიწყო და ის 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც BM.GE-ს „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, ეს ბოლო ლოკაცია არ არის და „ფორსაჟი 9“-ის გადაღება 20 სექტემბრის ჩათვლით სხვადასხვა ადგილზე მოხდება.

9-15 - სექტემბერი ნუცუბიძის პლატო.

14 სექტემბერი - თავისუფლების მოედანი.

16 სექტემბერი - თბილისი-ნაფეტვრების გზა.

16-20 სექტემბერი - დელტა და დიდი დიღმის მთა.

ცნობილია ისიც, რომ მორიგი ეპიზოდების გადაღება, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

ცნობისთვის, ფილმის ეპიზოდური ნაწილის პირველი გადასაღები მოედანი საქართველოში 19 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას გამზირი იყო, ხოლო 27 აგვისტოდან გადაღებები რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა. 20 სექტემბერს საქართველოში „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებები სრულდება. 

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის - „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა