03.თებერვალი .2020 22:00

რომელ ლოკაციებზე მოემსახურება RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს ქვეყნის მასშტაბით?

views 534
უკან

დღეიდან 27 თებერვლამდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

32 ლოკაციაზე RS CAR-ი მომხმარებელს 10:00-დან 17:00 სთ-მდე მოემსახურება:

1. 03.02. - ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით;
2. 03.02. - გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან;
3. 04.02. - ხულო , გამგეობის შენობის წინ;
4. 04.02. - ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთა;
5. 05.02. - ქედა, დაბას ცენტრი;
6. 05.02. - ახმეტა , ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან;
7. 06.02. - ლენტეხი, თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ;
8. 06.02. - თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია;
9. 07.02. - ხონი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
10. 07.02. - დმანისი, წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ;
11. 10.02. - დუშეთი, რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი;
12. 10.02. - ბაღდათი, წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ;
13. 11.02. - კასპი, სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან;
14. 12.02. - ცაგერი, რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ;
15. 12.02. - მარტყოფი, მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია;
16. 13.02. - ქარელი, თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია;
17. 13.02. - ხობი, ცოტნე დადიანის ქ. N 190, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია;
18. 14.02. - ყაზბეგი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
19. 17.02. - ბაკურიანი, თამარ მეფის ქ. გამგეობის და პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
20. 17.02. - ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. N 3, ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია;
21. 18.02. - ადიგენი, თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
22. 18.02. - წალენჯიხა, გამსახურდიას N 2, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია;
23. 19.02. - ასპინძა, მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია;
24. 19.02. - აბაშა, ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ;
25. 20.02. - ნინოწმინდა, პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
26. 20.02. - მარტვილი, თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ;
27. 21.02. - ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
28. 24.02. - საჩხერე, თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია;
29. 24.02. - ხარაგაული, 9 აპრილის ქ. N 15, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
30. 25.02. - ყაზბეგი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
31. 25.02. - ვანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
32. 27.02. - ონი, აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა