07.ნოემბერი.2018 19:00
მსოფლიო

რომელ მილიარდერებს შეუმცირდათ ქონება ?

რომელ მილიარდერებს შეუმცირდათ ქონება ?
ოქტომბერი მილიარდერისთვის მძიმე თვე აღმოჩნდა. Bloomberg მონაცემებით, IT კომპანიების დამფუძნებლებმა გასულ თვეში 61 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგეს. ნასდაქის ინდექსი კი 9,2%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Bloomberg მონაცემებით, ოქტომბრის ბოლოს Netflix-ის დამფუძნებელის რიდ ჰასტინგსის ანგარიშზე 3,9 მილიარდი ამერიკული დოლარი ირიცხებოდა, რაც სექტემბრის მაჩნებელზე 19%-ით ნაკლებია. Netflix-ის დამფუძნებელს ჩინური საძიებო სისტემის Baidu-ს დამფუძნებელი რობინ ლი მოსდევს, რომლის ქონებამაც ოქტომბრის ბოლოს 13,6 მილიარდ ამერიკული დოლარს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. შემცირდა Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის მეუღლის ქონებაც. ლორენ პაუელი ბლომბერგის მილიარდერთა რეიტინგში 25-ე ადგილზეა. მისი ქონება ოქტომრის მონაცემებით სექტემბერთან შედარებით 3%-ით შემცირდა და 21 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. საერთო რეიტინგში მეექვსე ადგილზეა Tancent ჰოლდინგის დამფუძნებელი პონი მა. მისი ქონება 17%-ით შემცირდა და ამ ეტაპზე 28 მილიარდი ამერიკული დოლარია. ხუთეულს alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ხსნის, რომლის ანგარიშზეც ოქტომბრის ბოლოს 37 მილიარდი ამერიკული დოლარი ირიცხებოდა. ჯეკ მას ქონება სექტემბრის თვესთან შედარებით 8%-ით შემცირდა. მეოთხე და მესამე ადგილებს Google-ის თანადამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ინაწილებენ. სერგეი ბრინი, რომელიც ამავე დროს Google-ის შვილობილი კომპანიის alphabet-ის დამფუძნებელიცაა Bloomberg მილიარდერთა რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 52 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც სექტემბერთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. სერგეი ბრინს რეიტინგში ორი პოზიციით ლარი პეიჯი უსწრებს, თუმცა არც მისთვის ყოფილა ოქტომბერი მოგებიანი. ლარი პეიჯის ანგარიშზე თანხები 58 მილიარდიდან 53 მილიარდამდე შემცირდა. მარკ ცუკერბერგის შემთხვევაში დაკანარგი დაახლოებით 5 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო. ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ თვეში 33 მილიარდი ამერიკული დოლარით, 132 მილიარდამდე შემცირდა.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

24.აპრილი.2019 00:07
461

Bloomberg: მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკების მქონე ქვეყნები

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:26
275

Fox Business: 18-დან 34 წლამდე ადამიანების ძირითადი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:10
765

აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს

ვრცლად
22.აპრილი.2019 20:50
946

შრი-ლანკას ტერაქტს დანიელი მილიარდერის შვილები ემსხვერპლნენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 12:20
415

საქართველოში ბენზინი გაძვირდა - ბაზრის მიმოხილვა

ვრცლად
22.აპრილი.2019 10:47
1618

ზელენსკი ლუცენკოზე, პოროშენკოსა და თავის გეგმებზე

ვრცლად