ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ტექნოპარკში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს პოსტკრიზისულ გეგმაზეც, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აქცენტს გააკეთებს "ეკონომიკის ამოქოქვაზე" გააკეთებს.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტკრიზისული გეგმა არ არის დასრულებული, გამოყოფილია მიმართულებები, რომელთა მხარდაჭერას სახელმწიფო ეპიდემიის შემდგომ პერიოდში განახორციელებს და ეს სულ მალე მოხდება.
„ჩვენ გავახმოვანეთ რა ანტიკრიზისული გეგმა, იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით დავიწყეთ მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე. პოსტკრიზისული გეგმა, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვის გეგმა. დეტალები ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული, ექსპერტები და ჩვენი ეკონომიკური გუნდი ამაზე მუშაობს, მაგრამ მიმართულებებს მიგანიშნებთ - პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი პოსტკრიზისული გეგმის, იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება; ახლა განსაკუთრებით ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია შენ საკუთარი რესურსი გქონდეს განვითარებული და საკუთარი საქონლით მაქსიმალურად უზრუნველყო საკუთარი ბაზარი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ ინდუსტრიებში, როგორიც არის თევზჭერა და ქართული თევზის წარმოება; ბოსტნეულის წარმოება; რძე და რძის პროდუქტების წარმოება; ხორცი, ხორცის კონსერვები; მარცვლეული; ქართული ზეთი და ბევრი სხვა მიმართულება; იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების ასეთივე პოტენციალი ჩვენ გვაქვს სამშენებლო მასალების წარმოებაში, იქნება ეს ქართული კერამიკა, ქართული არმატურა თუ მოსაპირკეთებელი მასალები. შემდგომი ჩვენი პრეზენტაციის და გეგმის ნაწილი იქნება სწორედ ის, როგორ უდგას ჩვენი მთავრობა - პოლიტიკური გუნდი ქართულ წარმოებას გვერდში. ქართული წარმოება იქნება სამომავლოდ მთავარი პრიორიტეტი და ამის პირველ მაგალითებს თქვენ უკვე ხედავთ. მაგალითად, იგივე "აგარის შაქრის კომბინატი", რომელიც გაიხსნა გასული საუკუნის 30-იან წლებში და ახლა კვლავ გაიხსნა და 500 ოჯახს დაასაქმებს და ადგილობრივ ბაზარს ადგილობრივი შაქრით სულ მცირე 45%-ით მოვამარაგებთ.
მეორე მიმართულება პოსტკრიზისული გეგმის, რაზეც ვმუშაობთ, იქნება ჩვენი ახალი როლი წარმოების გლობალური ბიზნესის გადანაწილებაში. ამ პანდემიის პერიოდში სულ მცირე 40% მულტინაციონალური კომპანიების, დარწმუნდა, რომ საკმაოდ სარისკოა იქონიო ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ჰაბში თავმოყრილი შენი წარმოება; აქედან გამომდინარე, ახლა წავა ტენდენცია ამ ჰაბებიდან, ჩინეთიდან და სხვა ჰაბებიდან ბიზნესების რეალოკაციის ალტერნატიულ პლატფორმებზე და ჩვენ საქართველო, იმიტომ რომ ყველაზე მალე დავძლევთ კორონავირუსს, იმიტომ რომ კრიზისამდეც ვიყავით ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმიტომ რომ გვაქვს გამართული დახმარების პროგრამები, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ნომერ პირველი არჩევანი ასეთი კომპანიებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და კონკრეტულ პროგრამებს შევთავაზებთ ისეთ დარგებს, როგორიც არის ელექტრონაწარმი - ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო; ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო კვლევები; საფეიქრო და სამკერვალო წარმოება; ლოგისტიკა; პროფესიული ბიზნესის სერვისები და სხვა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?