მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ მიმართულებებზე განაახლებს Wizz Air ფრენებს თავდაპირველად?

5eb95fcc558f2
სალომე მეცხვარიშვილი
12.05.20 00:00
3582
საქართველოს ხელისუფლება ფრენების აღდგენის კონკრეტულ გეგმას მაისში წარადგენს. მანამდე კი ამ კუთხით მხოლოდ მინიმალური ინფორმაციაა ცნობილი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-თან, რათა ფრენები აღდგეს, თუმცა, რა მიმართულებებზე და რა პირობებით ჯერ ცნობილი არ არის. დეტალების გარკვევას bm.ge თავად ავიაკომპანიასთან შეეცადა. უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ფრენები უპირველეს ყოვლისა იმ მიმართულებებზე აღდგება, სადაც განსაკუთრებული საჭიროებაა. დეტალებზე საუბარი მათაც უჭირთ.

“ამ ეტაპზე ვითვალისწინებთ იმ შეზღუდვებს, რაც ქვეყანას აქვს დაწესებული კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ. როგორც კი საზღვრები გაიხსნება და შეგვეძლება ოპერირების განახლება, ვგეგმავთ ქუთაისიდან ფრენების ახლიდან დაწყებასაც. როგორც სხვა ქვეყნებში, საწყის ეტაპზე საქართველოშიც ვგეგმავთ, რომ ფრენები დავიწყოთ იმ მიმართულებებზე, სადაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს. ვგულისხმობ ისეთ შემთვევებს, როცა ადამიანებს სურთ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება საქართველოში ან პირიქით - საქართველოდან. ეს ასევე შეიძლება იყოს სამედიცინო საჭიროებების გამო ფრენა და ა.შ. ასევე ჩვენი სეგმენტია ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის გამო სურთ ქვეყნის დატოვება.

მიმართულებებზე საუბარი ახლა სპეკულაცია იქნება, რადგან ველოდებით სხვა ქვეყნებსაც, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი. მეტი ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინება, რამდენადაც ევროპის ძირითად ქვეყნებში ისევ შეზღუდვებია”,- აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო.