მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ პარტიებს აჩუქეს ყველაზე მეტი ფული 2021 წლის 3 თვეში?

605dfbe5de798
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.21 11:19
1907
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით პოლიტიკური დონაციების სახით სულ 2.6 მილიონი ლარი გაიცა. ამ თანხის 84.2%, ანუ 2.2 მილიონი ლარი მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” შესწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მსხვილი დონორები ამჯერადაც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე და უშუალოდ პოლიტიკოსების ოჯახის წევრები იყვნენ. 17 დონორმა "ქართულ ოცნებას" 60,000- 60,000 ლარი შესწირა, მათ შორისაა ყოფილი დეპუტატი და “მრეწველების” დამფუძნებელი გოგი თოფაძეც. “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მსხვილი დონორი იყო ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, რომელმაც პარტიას 50,000 ლარი ჩაურიცხა.

პარტიებს შორის შემოწირულობებით მეორე ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", რომლის სასარგებლოდაც გასული 3 თვის განმავლობაში 264 ათასი ლარი შესწირეს. მესამე ადგილზეა პარტია ევროპული საქართველო 88 ათასი ლარის შემოწირულობებით. “დემოკრატიული საქართველოს” შემოწირულობები 13.2 ათასი ლარი, პარტია “ლელოს” შემოწირულობები კი 13 ათასი ლარი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პერიოდის განმავლობაში შემოწირულობა არ მიუღია "ლეიბორისტულ პარტიას", ასევე "გირჩს".