დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერისა და სოფლის მეურნეობის აღწერის თარიღი განისაზღვრა.
„ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, ასევე დავიწყეთ სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება. აქტიურ ფაზაშია ტურიზმის სტატისტიკის ინტერაქტიულ პორტალთან დაკავშირებული სამუშაოები, მიმდინარე წლის ბოლომდე შშმ პირთა ინტერაქტიული პორტალი და მუნიციპალური პორტალი გაეშვება“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გასული წლის მიღწევებს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო აღიარებაც ადასტურებს.
„2021 წელს ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოებისა და სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობის თვალსაზრისით, ზედმიწევნით სრულად შევასრულეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით რეგულარულად ვახორციელებდით აქტივობებს, დავნერგეთ მონაცემთა შეგროვების თანამედროვე სისტემები და დავიწყეთ აქტიური მუშაობა ინოვაციური მეთოდების განვითარების მიმართულებით, განვახორციელეთ საქსტატის IT ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და მთლიანი სისტემის განახლება, საფუძველი ჩავუყარეთ ახალ კვლევებს“, - განაცხადა გოგიტა თედორაძემ .
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი