მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ პროფესიებზე გაიზარდა მოთხოვნა საქართველოში პანდემიის შემდეგ

5f19be0223c34
თათია ჩაფიჩაძე
24.07.20 00:00
1960
ივნისში დასაქმების სააგენტოებზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობამ 1 607 შეადგინა, საიდანაც რეგიონებზე მხოლოდ 78 ვაკანსია მოდიოდა. კომპანია „ინსორსმა“ პანდემიის შემდეგ საქართველოს დასაქმების ბაზარი შეისწავლა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ივნისში ვაკანსიების რაოდნეობა კერძო სექტორში 70%-ით არის შემცირებული.

დროის საანგარიშო პერიოდში ადამიანურ რესურსზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა შექმნა კვების წარმოება-დისტრიბუციამ (149 ვაკანსია), საცალო ქსელმა (125 ვაკანსია), მომსახურების სფერომ (101), ბანკებმა (93), კლინიკების ქსელმა(59) და აიტი კომპანიებმა (59).

"ინსორსის" მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ის ფონზე გამოიკვეთა ახალი და მზარდი სფეროებიც, როგორიცაა მაგალითად ელექტრონული კომერცია, ციფრული მარკეტინგული სააგენტოები და ონლაინ მედია პლატფორმები. თუმცა კვლავ ლიდერობს გაყიდვების სფერო, ისეთი პოზიციებით, როგორიცაა გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტი, გარე გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების აგენტი. ივნისის თვის ტოპ პროფესიებია გაყიდვების მენეჯერი (242 მოთხოვნა), დისტრიბუტორი/ვაიზერი (156 მოთხოვნა), მოლარე კონსულტანტი (143 მოთხოვნა) და დეველოპერი 143 მოთხოვნით.

საინტერესო ფაქტია, რომ იზრდება მოთხოვნა, ძირითადად, საბანკო სექტორიდან, ახალ პროფესიებზე, როგორიცაა Product Owner (ჯამურად 12 მოთხოვნა), ბიზნესის ანალიტიკოსზე (22 მოთხოვნა) UX/UI დიზაინერზე - 16 ვაკანსია Data scientist და Data analyst პროფესიებზეც (11 ვაკანსია), რაც განსაკუთრებით დეფიციტურია ადგილობრივი ტალანტების ბაზარზე და რაც თავის მხრივ, ადასტურებს რომ ბანკები გაციფრულების პერიოდის აქტიურ ფაზაშია.

რაც შეეხება გასულ თვეებს, მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მარტში სულ 2 355 ვაკანსია გამოცხადდა, საიდანაც 592 ვაკანსიამ დააფიქსირა გაყიდვების სპეციალისტების მოთხოვნა, 891- ლოჯისტიკა, 122- მარკეტინგი და პრ. პანდემიის გამოცხადების შემდეგ, აპრილში საიტზე დაფიქსირდა თითქმის სამჯერ ნაკლები, 733 ვაკანსია, საიდანაც ყველაზე მაღალი მოთხოვნა 251 ვაკანსიით ლოჯისტიკისა და მიტანის სფეროს ეკუთვნოდა, ხოლო ყველაზე მცირე მარკეტინგისა და პრ სფეროს ჯამში 28 ვაკანსიით.

მაისში დასაქმების ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობა 871 იყო, ყველაზე მზარდი მოთხოვნა კი ლოჯისტიკის, გაყიდვების მიმართულებით და სხვადასხვა, ადმინისტრაციულ პოზიციებზე ფიქრიდებოდა.

კვლვევა Jobs.ge-ზე, hr.ge-ზე და LinkedIn-ზე განთავსებული ვაკანსიების ანალიზს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ მოცემული ციფრი განმეორებით გამოცხადებულ ვაკანსიებს არ შეიცავს.