მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქებში გეგმავს „არქი“ პროექტების დაწყებას?

6358cfbac1c21
თათია ჩაფიჩაძე
29.10.22 11:02
1242
კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის ინფორმაციით, კომპანია 2023 წლის დასაწყისიდან რუსთავში პირველი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაიწყებს. მისივე თქმით, რუსთავის გარდა, უახლოეს პერიოდში აპარტოტელის ტიპის პროექტი აშენდება ქობულეთშიც.

ხეცურიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას „არქის“ სამიზნე ქალაქებს შორის ასევე ქუთაისი, გორი და ზუგდიდი დაასახელა.

„ბათუმში ძალიან კარგი ახალი პროექტი გვაქვს, ბაკურიანში ვართ წარმოდგენილები, ერთი პროექტი დავასრულეთ და მალე დავიწყებთ მეორეს. რუსთავში დავიწყებთ ძალიან მალე ახალ პროექტს, რომელიც „არქისთვის“ პირველი იქნება. ეს არის რამდენიმე კორპუსისგან შემდგარი დასახლება რუსთავის ახალ უბანში. რაც შეეხება ინვესტიციის მასშტაბს, ოთხი კორპუსისთვის საჭირო რამდენიმე მლნ-ის ინვესტიციისთვის „არქი“ მზად არის.

ჩვენ ვგეგმავთ ასევე ძალიან დიდი პროექტის დაწყებას ქობულეთში, ეს იქნება აპარტოტელის ტიპის, რაც შეეხება ქუთაისს და გორს, ხშირია კითხვა - ვიწყებთ თუ არა აქ პროექტს, ამ ეტაპზე არ გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ნამდვილად ვუყურებთ როგორც პერსპექტიულ მიმართულებას და მომავალში განვიხილავთ ამ ქალაქებში - ქუთაისსა და გორში, ასევე ზუგდიდში, უძრავი ქონების განვითარებას.“ - განაცხადა ხეცურიანმა.