მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი - Forbes-ის სია

606f089422937
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.21 00:04
1395
Forbes-ის ყოველწლიური სიის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიარდერი პეკინში ცხოვრობს. გამოცემის მიხედვით, გასულ წელს ჩინეთის დედაქალაქს 33 ახალი მილიარდერი დაემატა და მათმა რაოდენობამ 100 მიაღწია.

პეკინმა მილიარდერების რაოდენობით პირველად გაუსწრო ნიუ-იორკს, რომელიც ამჯერად 99 მილიარდერით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი ბოლო 7 წლის განმავლობაში ლიდერობდა.

გამოცემის მიხედვით, ასეთი ცვლილება ჩინეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების სწრაფ და ეფექტიან შეზღუდვას უკავშირდება, განსხვავებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინს მეტი მილიონერი ჰყავს, ნიუ-იორკის მილიარდერების ჯამური ქონება პეკინის მილიარდერთა ქონებას $80 მილიარდი დოლარით აღემატება.

პეკინის უმდიდრესი ადამიანი, ამჟამაად TikTok-ის დამფუძნებელი, ჭანგ იმინგია. მისი ქონება 2020 წელს გაორმაგდა და $35.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. საპირისპიროდ, ნიუ-იორკის უმდიდრესი ადამიანის და ქალაქის ყოფილი მერის, მაიკლ ბლუმბერგის ქონება $59 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიხედვით, მთლიანობაში, შეერთებულ შტატებს 724 მილიარდერი ჰყავს, ჩინეთს კი - 698.