15.სექტემბერი .2020 23:40

რომელ ქართულ პროდუქტებს აქვს პოტენციალი იტალიის ბაზარზე? – ელჩის მოსაზრება

views 509
უკან

ორმხრივი ვაჭრობის კუთხით ჩვენს ქვეყნებს შორის პოტენციალი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს ამჟამად არის, – ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ გადაცემა The Checkpoints-ში განაცხადა.

დიპლომატმა საქართველოდან იტალიაში ექსპორტის მოცულობის ბოლოდროინდელი კლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრები ყოველთვის ყველაფრის მთქმელი არაა. ცნობისთვის, საქართველოდან იტალიაში ექსპორტის მოცულობა 2014 წელს $86 მლნ იყო, 2019 წელს კი დაახლოებით $40,5 მლნ.

იტალიის ელჩმა ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მიმდინარეობს მსჯელობა DCFTA-ს შესახებ, თუ როგორ შეიძლება მიიღოს მაქსიმალური სარგებელი საქართველომ ამ შეთანხმებისგან. ჩემი აზრით, ეს შეთახმება არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც უხსნის ქვეყანას ბაზრებს და ხდის თქვენს პროდუქციას კონკურენტუნარიანს“, – აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, იტალიელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ცალკეულ ქართულ პროდუქციას აქვს იტალიის ბაზარზე პოტენციალი.

„საკვებ პროდუქტებს აქვთ პოტენციალი, თუმცა, ეს არის დაკავშირებული ფიტოსანიტარულ შემოწმებებთან. ასევე თხილს, რომლისთვისაც „ფერერო“ აქ ჩამოვიდა, ვინაიდან მათ სურთ ქართული თხილის ყიდვა და ინვესტიციებიც განახორციელეს ამ კუთხით. კიდევ ერთი პროდუქტი, რაც მახსენდება არის კონკრეტული სახეობის ღვინო, მაგალითად ძალიან ცოტა ადამიანმა იცის იტალიაში ქვევრის ღვინის შესახებ“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა