მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი ღარიბი პენსიონერი?

60d33037c237a
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.21 23:10
1265
ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ OECD-ის ქვეყნებში მოსახლეობის ერთი მესამედი, რომელთა ასაკიც 66 წელს აჭარბებს, სიღარიბის ზღვარზეა. ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, ეს ინფორმაცია OECD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

OECD-ის ანგარიშის მიხედვით, სიღარიბის ზღვარზე მყოფი პენსიონერების შემოსავალი ჩვეულებრივი ოჯახის საშუალო შემოსავლის ნახევარს უტოლდება.

Statista-ს მიხედვით, პენსიონერების მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სამხრეთ კორეაში, სადაც პენსიონერების 43.4% სიღარიბის ზღვარზეა, მას მოჰყვება ჩინეთი - 39%-ით და აშშ - 23.2%-ით.

ანგარიშის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე ნაკლები ღარიბი პენსიონერი ნიდერლანდებს ჰყავთ, სადაც აღნიშული მაჩვენებელი 3.1%-ს შეადგენს, მას 4.1%-იანი მაჩვენებლით საფრანგეთი მოჰყვება.

ქვეყნები, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ღარიბი პენსიონერი ცხოვრობს:

• სამხრეთი კორეა - 43.4%
• ჩინეთი - 39%
• აშშ - 23.1%
• იაპონია - 19.6%
• დიდი ბრიტანეთი - 14.9%
• გერმანია - 10.2%
• საფრანგეთი - 4.1%
• ნიდერლანდები - 3.1%.