მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნას ჰყავს ყველაზე მეტი ახალი მილიონერი?

60d329186c34f
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.21 01:00
1035
ანალიტიკური პლატფორმა Statista Credit Suisse-ს ანგარიშზე დაყრდნობით იმ 8 ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც გასულ წელს ყველაზე მეტი ახალი მილიონერი შეემატა.

Credit Suisse-ს მიხედვით, პანდემიის მიუხედავად მილიონერების ქონება გლობალურად 7.4 პროცენტით გაიზარდა და 418.3 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი მილიონერი აშშ-ს დაემატა, შესაბამისად ქვეყანას ჯამში 1.27 მილიონი ახალი მილიონერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ასევე გაიზარდა აშშ-ში მცხოვრები მილიონერების ჯამური ქონებაც და ზრდამ 1.2 ტრილიონი შეადგინა.

Statista წერს, რომ აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტი ახალი მილიონერი გერმანიას შეემატა, რომელსაც მეორე ადგილი უკავია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც ყველზე მეტი ახალი მილიონერი ჰყავთ. გასული წლის მონაცემებით, გერმანიას 633,000 ახალი მილიონერი დაემატა. ამ ნიშნით მესამე ადგილზე ავსტრალიაა, ქვეყანას 392,000 ახალი მილიონერი ჰყავდა გასულ წელს.

Credit Suisse-ს ანგარიშის მიხედვით, მილიონერების კლება დაფიქსირდა ბრაზილიასა და ჩინეთში, სადაც მათი რიცხვი 108,000-ით და 66,000-ით შემცირდა.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, ამ მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, ხოლო მას მოჰყვება ჩინეთი. აშშ-ს 21.95 მლნ მილიონერი ჰყავს, ხოლო ჩინეთს - 5.28 მილიონი.

8 ქვეყნა, რომლებსაც გასულ წელს ყველაზე მეტი ახალი მილიონერი შეემატა:

1. აშშ - 1.73 ახალი მილიონერი
2. გერმანია - 633,000 ახალი მილიონერი
3. ავსტრალია - 392,000 ახალი მილიონერი
4. იაპონია - 290,000 ახალი მილიონერი
5. საფრანგეთი - 309,000 ახალი მილიონერი
6. დიდი ბრიტანეთი - 258,000 ახალი მილიონერი
7. ჩინეთი - 257,000 ახალი მილიონერი
8. კანადა - 246,000 ახალი მილიონერი