მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს აწვდის ევროკავშირი ყველაზე მეტ COVID-ვაქცინას?

60706114d502a
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.21 19:40
608
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ევროკავშირისაგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე მეტი ვაქცინა მიიღეს.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ მარტის მონაცემებით, ევროკავშირმა ყველაზე მეტი ვაქცინის დოზა დიდ ბრიტანეთს მიაწოდა და ვაქცინის დოზების ჯამურმა რაოდენობამ 10.9 მილიონი შეადგინა, დიდი ბრიტანეთის შემდეგ კანადა მოდის - 6.6 მილიონი დოზით, ხოლო მესამე ადგილზეა იაპონია - 5.4 მილიონი დოზით.

ქვეყნები, რომელსაც ევროკავშირმა ყველაზე მეტი დოზა ვაქცინა მიაწოდა:

1. დიდი ბრიტანეთი - 10.9 მილიონი ვაქცინის დოზა
2. კანადა - 6.6 მილიონი ვაქცინის დოზა
3. იაპონია - 5.4 მილიონი ვაქცინის დოზა
4. მექსიკა - 4.4 მილიონი ვაქცინის დოზა
5. საუდის არაბეთი - 1.5 მილიონი ვაქცინა
6. სინგაპური - 1.5 მილიონი ვაქცინა
7. ჩილე - 1.5 მილიონი ვაქცინა
8. ჰონგ-კონგი - 1.3 მილიონი ვაქცინა

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვაქცინით მომარაგების ახალი, უფრო მკაცრი მექანიზმი მოითხოვა, რაც ძირითადად AstraZeneca-ს ვაქცინის დოზების ნაკლებობით იყო გამოწვეული. ევროკომისიის პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ევროკავშირი დანარჩენ მსოფლიოს უფრო მეტ ვაქცინას უგზავნიდა, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას რჩებოდა.