მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს გაუხსნის სლოვაკეთი საზღვარს, ეს ეპიდემიოლოგების შეფასებაზეა დამოკიდებული

5efc724534f0a
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.20 16:06
1107
სლოვაკეთის ხელისუფლება ცენტრალური კრიზისული შტაბის რეკომენდაციების და ადგილობრივი ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ქვეყნებს გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სიიდან. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, მესამე ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს მოგზაურობასთან დაკავშირებით.

„სლოვაკეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციას მნიშვნელოვნად მიიჩნევს როგორც „კოვიდ-19“-ის პანდემიის სამართავად და ევროკავშირში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გასაუქმებლად, ისე მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა.

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის არის საქართველოც. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.