მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში უნდა “გაპიარდეს” საქართველო?- PMC კვლევის დეტალები

6099559f53c61
ანუკა ჯოხაძე
10.05.21 22:20
862
2021 წლის აპრილში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 87%-ით შემცირდა. ამის პარალელურად 141%-იანი ზრდა გვაქვს 2020 წლის აპრილთან შედარებით, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ შარშან აპრილში ქვეყანა პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო, ამიტომ ზრდაც ლოგიკურია.

PMC კვლევითმა ცენტრმა გააანალიზა მონაცემები - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საქართველოს და ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს. შედეგებზე დაყრდნობით, კვლევითი ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს, მარკეტინგული კამპანია ისეთ ქვეყნებზე მიმართონ, როგორიცაა თურქეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ირანი, სომხეთი, აშშ და ისრაელი, რამაც შესაძლოა დადებითი შედეგი გამოიღოს და სექტორის აღდგენა დააჩქაროს.

PMC კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის განმარტებით, უფრო მეტი ფოკუსი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე უნდა გაკეთდეს, სადაც ვაქცინირებული ადამიანების წილი მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

“კოვიდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი დასკვნები, რომ ისრაელი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თარგეტი. უკვე ვხედავთ, აპრილის მონაცემებითაც, რომ ვიზიტორების წილში ისრაელის მოქალაქეების მნიშვნელოვან რაოდენობას. ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალი ვაქცინაციით გამოირჩევა არაბთა გაერთიანებული საამიროები. იმ ქვეყნის შერჩევისას, სადაც მარკეტინგულ აქტივობებს განვახროციელებთ ორი მთავარი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ეს არის ვაქცინაციის დონე და მეორე - რამდენად ახლოს არის ეს ქვეყანა. გამოკვეთილია ტრენდი, რომ მოგზაურებს ურჩევნიათ პოსტპანდემიურ პერიოდში უფრო ახლო მანძილებზე იმოგზაურონ", - აცხადებს ნიკა კაპანაძე PMC კვლევით ცენტრის მკვლევარი.