მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში ჩადიოდნენ რუსი ტურისტები ომამდე

626142e1c7b0e
BM.GE
22.04.22 00:15
4460
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება სხვა სექტორებთან ტურიზმზეც აისახება. რუსეთის მოქალაქეთა შემოსავლების ვარდნის, ბანკების სანქცირების და ბარათების გათიშვის, ასევე რუსეთის მიერ იჯარით აღებული ავიაკომპანიების ფაქტობრივად დასაკუთრების და EU-ს მიერ რუსული კომპანიებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებს უცხოეთში მოგზაურობის არც თუ ისე ფართო შესაძლებლობა რჩებათ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) შეფასებით, 2019 წელს რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში $36.5 მილიარდი დახარჯეს. სულ ამ წელს უცხოეთში 45 მილიონმა რუსმა იმოგზაურა. 2020 წელს ეს რიცხვი $9.1 მილიარდამდე დაეცა. რუსები უცხოეთში ყველაზე აქტიურად 2014 წლამდე მოგზაურობდნენ, მაგალითად 2013 წელს უცხოეთში 55 მილიონი რუსი იმყოფებოდა, თუმცა რუბლის გაუფასურების ფონზე რუსებისთვის მოგზაურობა გაძვირდა.

2018 წელს რუსი ვიზიტორების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

● თურქეთი - 6 მილიონი ვიზიტორი;
● ტაილანდი - 2.8 მილიონი ვიზიტორი;
● ჩინეთი - 2.3 მილიონი ვიზიტორი;
● პოლონეთი - 2.1 მილიონი ვიზიტორი;
● ყაზახეთი - 1.8 მილიონი ვიზიტორი;
● იტალია - 1.6 მილიონი ვიზიტორი;
● უკრაინა - 1.5 მილიონი ვიზიტორი;
● საქართველო - 1.4 მილიონი ვიზიტორი;
● ესპანეთი - 1.1 მილიონი ვიზიტორი;
● არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 1 მილიონი ვიზიტორი.

რუსებისთვის #1 ტურისტული ბაზარი არის თურქეთი, სადაც 6 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა 2018 წელს. თურქეთისთვის რუსები მთლიანი ბაზრის 16%-ს შეადგენდა.

IMF-ის შეფასებით, წელს რუსეთის ეკონომიკა 8.5%-ით შემცირდება, რაც 1994 წლის შემდეგ ეკონომიკის ყველაზე დიდი ვარდნაა.

ბევრად უფრო მეტად - 35%-ით დაეცემა უკრაინის ეკონომიკა. The Economist-ის თანახმად, პანდემიამდე და ომამდე ყველაზე მეტი - 1.3 მილიონი უკრაინელი ტურისტი თურქეთში ჩადიოდა, 500 ათასი უკრაინელი პოლონეთს სტუმრობდა, 300 ათასი კი იტალიას.