მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა

647883f0afe2a
BM.GE
01.06.23 23:55
18357
“პასპორტის სიძლიერის ინდექსი” ქვეყნებს აფასებს მათი პასპორტების შესაძლებლობით თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა.

“პასპორტის სიძლიერის ინდექსში” ქართული პასპორტი 30-ე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს უსწრებს, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, თურქეთს, რუსეთს, მოლდოვას, ალბანეთს და ბოსნია და ჰერცეგოვინას. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ჩასვლა 78 ქვეყანაში, საზღვარზე ასაღები ვიზით 51 ქვეყანაში და ვიზით 69 ქვეყანაში შეუძლიათ.

ინდექსის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე თავისუფლად ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე შეუძლიათ მოგზაურობა.

შენიშვნა: ვიზა ჩასვლისას არის პროცედურა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზას საერთაშორისო აეროპორტშივე/საზღვარზევე იღებს.

უფრო დეტალურად და ამავდროულად დაზუსტებული სახით სავიზო ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.