მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში და რა მიზნით მიემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად?

5ddbfc3524c2b
BM.GE
25.11.19 20:44
1304
2019 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 699.4 ათასი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

საქსტატის ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (48,3%) და აზერბაიჯანში (16,8%) განხორციელდა, შესაბამისად, 350.5 ათასი და 122.2 ათასი ვიზიტით. მათ მოჰყვება ევროკავშირის წევრი ქვეყნები 11.1%-ით, სომხეთი 10,6%-ით და რუსეთი 4,5%-ით.

რაც შეეხება ვიზიტების მიზანს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტების ყველაზე დიდი ნაწილის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების მიზანი იყო მეგობრების/ნათესავების მონახულება (34.9%), საყიდლები (29.6%), პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა (18%), დასვენება, გართობა, რეკრეაცია (12,8%), მკურნალობა/გაჯანსაღება (2,9%) და სხვა (1,8%).