მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის ქართული ფეროშენადნობები ექსპორტზე?

5e920cf06b899
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.20 22:25
2606
ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. 2019 წლის განმავლობაში მისმა ექსპორტმა $302.9 მილიონი შეადგინა და უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მესამე ადგილი დაიკავა, 2020 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში კი ფეროშენადნობების ექსპორტი $42 მილიონის ტოლი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 14.1%-ით ნაკლებია.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ, თუ რომელ ქვეყნებში მოხდა 2019 წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული ფეროშენადნობების ექსპორტი.

მანგანუმშემცველი პროდუქტების და ფეროშენადნობების ექსპორტი ქვეყნების მიხედვით:

1 აშშ - 116,6 მილიონი აშშ დოლარი;
2 რუსეთის ფედერაცია - 114,5 მილიონი აშშ დოლარი;
3 თურქეთი - 18,4 მილიონი აშშ დოლარი;
4 ირანი - 13,7 მილიონი აშშ დოლარი;
5 ბრაზილია - 6,9 მილიონი აშშ დოლარი;
6 აზერბაიჯანი - 4,9 მილიონი აშშ დოლარი;
7 ჩილე - 4,3 მილიონი აშშ დოლარი;
8 პერუ - 3,8 მილიონი აშშ დოლარი;
9 დიდი ბრიტანეთი - 3,4 მილიონი აშშ დოლარი;
10 ესპანეთი - 3,3 მილიონი აშშ დოლარი;
11 კოლუმბია - 3,1 მილიონი აშშ დოლარი;
12 ყაზახეთი - 2,5 მილიონი აშშ დოლარი;
13 საფრანგეთი - 2,2 მილიონი აშშ დოლარი;
14 იტალია - 1,1 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა "ჯორჯიან მანგანეზი", სილიკონმანგანუმის ასევე მსხვილი მწარმოებლები არიან კომპანიები "რუსელოისი", "ჯი თი ემ გრუპი" და "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია". 

სიაში შედიან ქვეყნები, სადაც ექსპორტი $1 მილიონ დოლარს აჭარბებს.