მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის ქართული თაფლი ექსპორტზე? - 2019 წლის 11 თვის სტატისტიკა

5e01fbc45e5fa
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.19 19:20
3085
2019 წლის 11 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში 6.4 ტონა თაფლი იქნა ექსპორტირებული, რომლის ჯამური ღირებულება 56 200 დოლარია. აღნიშნული მაჩვენებელი 18.2%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (2018 წლის 11 თვე - 68 700 დოლარი).

გერმანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იაპონია, საუდის არაბეთი, ქუვეითი, აშშ, ყატარი, ბაჰრეინი, კანადა, ერაყი და ლიბანი - ეს ის ქვეყნებია, სადაც მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან თაფლის ექსპორტი განხორციელდა. 

საქსტატის მონაცემებით, მათგან პირველ სამ პოზიციას 2019 წლის იანვარ-ნოემბერში გერმანია (1.9 ტონა თაფლით, რომლის ღირებულება 16.0 ათასი დოლარი) არაბთა გაერთიანებული საამიროები (1.9 ტონა თაფლი, ღირებულება 15.8 ათასი დოლარი) და ჩინეთი (0.6 ტონა, ღირებულება 6.3 ათასი დოლარი) ინაწილებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითში გასული ნატურალური თაფლის მოცულობა 200 კგ-ს არ აღემატებოდა, მისმა ღირებულებამ 3.3 ათასი დოლარი შეადგინა, როდესაც საუდის არაბეთში ექსპორტირებული 500 კგ თაფლის ღირებულება 4.4 ათასი დოლარი იყო, აშშ-ში ექსპორტირებული 300 კგ აღნიშნული პროდუქტის ღირებულება კი - 2.9 ათასი დოლარი. იგივე კანადაში ექსპორტირებული 200 კგ თაფლის ღირებულება 1.2 ათას დოლარს არ აღემატებოდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე მეტი თაფლი ექსპორტზე აზერბაიჯანში (17.7 ტონა, ღირებულება- 40.5 ათასი დოლარი), ირანსა (1.4 ტონა, 19.1 ათასი დოლარი) და ჰონ-კონგში (1.0 ტონა, 6.2 ათასი დოლარი) გავიდა. 2019 წლის 11 თვეში კი, ამ ქვეყნებში თაფლის ექსპორტი არ განხორციელებულა.