მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე? - რეიტინგი

63f4951946ecf
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.23 14:40
7868
2023 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 104 მილიონი დოლარის ღირებულების 6 ათასი ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 187%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $17 ათასი დოლარი იყო.

ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 29.3 მილიონი დოლარის ღირებულების 2.4 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა სომხეთი 24 მილიონის რეექსპორტით, მესამეზე კი ყაზახეთი 21 მილიონის რეექსპორტით.

ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:

1) აზერბაიჯანი - $29.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%; 2,436 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $12 ათასი;
2) სომხეთი - $23.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2544%; 1,185 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $20 ათასი;
3) ყაზახეთი - $20.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 673%; 1,018 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $21 ათასი;
4) ყირგიზეთი - $16.0 მილიონი,ზრდა წინა წელთან 1594%; 459 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $35 ათასი;
5) რუსეთი - $7.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 956%; 507 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი;
6) ტაჯიკეთი - $2.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 421%; 281 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $9 ათასი;
7) ჩინეთი - $1.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 760%; 33 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $44 ათასი;
8) უკრაინა - $1.3 მილიონი, კლება წინა წელთან 66%; 79 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი;
9) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $0.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 128%;  8 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $85 ათასი;
10) ბელარუსი - $0.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3,150%; 20 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $22 ათასი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი 85 ათასი დოლარის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები UAE-ში გადის.