მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე?

5e7c7d77c0eff
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.20 09:00
3053
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი მაღალი ტემპით გაიზარდა. 2019 წლის განმავლობაში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მთელი 68%-ით გაიზარდა და მან $686.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი მისი მოცულობა კიდევ 77%-ით გაიზარდა და ამ პერიოდში მან $99 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოსთვის რეექსპორტის მთავარ ბაზარს რეგიონის ქვეყნები წარმოადგენს. ამას გარდა, საკმაოდ დიდია რეექსპორტი ცენტრალური აზიისა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

2019 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მიხედვით  ქვეყნების სრული რეიტინგი ასეთია:

1 აზერბაიჯანი - $248 769 000 დოლარი;
2 სომხეთი - $214 453 000 დოლარი;
3 უკრაინა - $71 991 000 დოლარი;
4 ყირგიზეთი - $49 000 000 დოლარი;
5 არაბთა გაერთიანებული საემიროები - $45 301 000 დოლარი;
6 ყაზახეთი - $11 774 000 დოლარი;
7 რუსეთი - $7 269 000 დოლარი;
8 უზბეკეთი - $3 734 000 დოლარი;
9 ტაჯიკეთი - $3 223 000 დოლარი;
10 პანამა - $2 598 000 დოლარი;
11 ერაყი - $2 590 000 დოლარი;
12 თურქეთი - $2 438 000 დოლარი;
13 იაპონია - $2 265 000 დოლარი;
14 თურქმენეთი - $1 468 000 დოლარი;
15 ბულგარეთი - $1 379 000 დოლარი;
16 მოლდოვა - $1 128 000 დოლარი;
17 ჩეხეთი - $1 106 000 დოლარი.

2014 წლამდე ავტომობილები საქართველოს წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო. 2007 - 2013 წლებში ავტომობილებით ვაჭრობიდან შემოსული ბრუნვა გაათმაგდა და 2007 წელს $70 მილიონიდან 2013 წელს უკვე $700 მილიონზე მეტი შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ავტოდილერების რაოდენობაც, ათასობით ადამიანს ავტომობილების უცხოეთში გაყვანით შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდა.

2014 წლის ბოლოს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში დაწყებული სავალუტო კრიზისის გამო ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. ამას დაემატა აზერბაიჯანის მიერ ევრო 4-ის სტანდარტის შემოღება და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაც.

თუმცა, უკვე 2017 წლიდან ვითარება გაუმჯობესდა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის დარგი კვლავ დაწინაურდა. ამ დროისთვის უცნობია თუ როგორი იქნება ავტოექსპორტზე კორონავირუსისა და ნავთობის ფასების ვარდნის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის გავლენა.