მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი - რეიტინგი

61bca1f59c844
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.21 23:25
5315
ავტომობილები საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2021 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 373 მილიონი დოლარის, 51,000 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ავტომობილების ეს რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11.2%-ით მეტია.

რეექსპორტის მთავარი ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც ძირითადად მეორადი ავტომობილები გადის. 10 თვეში აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 31,696 ავტომობილი, რომელთა მთლიანი ღირებულება $207 მილიონი დოლარია. შესაბამისად, მანქანების რაოდენობით აზერბაიჯანი ექსპორტის 62%-ს ღირებულების მიხედვით კი 55%-ს იკავებს. აზერბაიჯანში ექსპორტირებული ერთი ავტომობილის საშუალო საფასურია $6,533 დოლარი. აზერბაიჯანის შემდეგ, მეორე ბაზარია უკრაინა, სადაც წელს $74 მილიონის მანქანები გავიდა. ექსპორტის რაოდენობა 11,000 ავტომობილი იყო.

საქართველოს ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა - ქვეყნები და რაოდენობები:

1. აზერბაიჯანი $207 მლნ დოლარი; რაოდენობა 31,696, ერთის ფასი $6,533
2. უკრაინა $74 მლნ დოლარი; რაოდენობა 11,063, ერთის ფასი $6,660
3. ბელგია $16 მლნ დოლარი; რაოდენობა 324, ერთის ფასი $49,072
4. ყაზახეთი $16 მლნ დოლარი; რაოდენობა 1,339, ერთის ფასი $11,767
5. რუსეთი $14 მლნ დოლარი; რაოდენობა 2,124, ერთის ფასი $6,644
6. ყირგიზეთი $12 მლნ დოლარი; რაოდენობა 1,603, ერთის ფასი $7,601
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები $7 მლნ დოლარი; რაოდენობა 113, ერთის ფასი $62,813
8. ტაჯიკეთი $6 მლნ დოლარი; რაოდენობა 856, ერთის ფასი $6,944
9. მოლდოვა $6 მლნ დოლარი; რაოდენობა 724, ერთის ფასი $7,961
10. სომხეთი $4 მლნ დოლარი; რაოდენობა 541, ერთის ფასი $7,769

2020 წლამდე საქართველოსთვის ავტოექსპორტში აზერბაიჯანის მსგავსად მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი იყო სომხეთიც, თუმცა "საბაჟო კავშირის" საგადასახადო ცვლილებების გამო, ქართველი ავტოდილერებისთვის სომხეთის მეორადი მანქანების ბაზარმა მიმზიდველობა დაკარგა.