მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გეგმავენ ევროპელები მოგზაურობას წელს?

60a3bf576c618
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.21 23:00
802
ევროპის სამოგზაურო კომისიამ (European Travel Commission), რომელიც 30-მდე ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი, სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ევროპელების 56% ამ ზაფხულს მოგზაურობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ გამგზავრებას სხვა ქვეყანაში გეგმავს, ხოლო 36% - ზაფხულს საკუთარ ქვეყანაში გაატარებს. ამასთან, გამოკითხული პირების 46% აცხადებს, რომ მოგზაურობას ივლისი-აგვისტოს თვეებში აპირებს, ხოლო 29% - მაისიდან ივნისამდე პერიოდში.

ევროპის სამოგზაურო კომისიამ იმ ქვეყნების ჩამონათვალი დაასახელა, სადაც ევროპელები წელს ყველაზე მეტად სურთ მოგზაურობა:

• ესპანეთი
• იტალია
• საფრანგეთი
• საბერძნეთი
• გერმანია
• პორტუგალია

ევროპის სამოგზაურო კომისიის განცხადებით, გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ ისინი მოგზაურობას გართობის მიზნით გეგმავენ, 19% - ნათესავების სანახავად, ხოლო 34% - დასვენების მიზნით.