მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გეგმავს "თიბისი" შესვლას - ვახტანგ ბურცხრიკიძე ბანკის გეგმებზე

5e58b1b1e3764
ინგა მურუსიძე
28.02.20 10:56
1556
„თიბისი ბანკი“ ევროპაში გეგმავს ძალების მოსინჯვას, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკი პირველად ძალებს ალბათ გერმანიაში მოსინჯავს და იქ მყოფ ქართველებს თავის პროდუქტებს შესთავაზებს.

„ბოლო ორი წელია ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი არის, ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება, ასევე საშუალო ვადაში 10 მლნ მომხმარებლამდე გავიდეთ. ეს ორი რაღაც არის ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილების თანმდევი. რაც მთავარია, ტექნოლოგიებზე ვაკეთებთ აქცენტს. საქართველოს მოსახლეობიდან გამომდინარე, როცა ორი წლის წინ ვთქვით, რომ 10 მლნ-მდე უნდა გაიზარდოს ჩვენი მომხმარებელი, თითქოს მარტივი იყო, მაგრამ ეს ვალდებულს გვხდიდა, გავსულიყავით საქართველოს გარეთ და მოგვეძებნა ისეთი ქვეყნები, სადაც გვექნებოდა კონკურენტული უპირატესობა და შევსულიყავით. 2020 წლის პირველი აქცენტი იქნება ის, რომ ზაფხულისთვის ბანკს გავხსნით უზბეკეთში. დღეს უკვე 4 მლნ მომხმარებელი გვყავს, მათგან - 1 მლნ 900 ათასი მომხმარებელი უზბეკეთში. უკვე გვაქვს მოსინჯული და ვაპირებთ ევროპაში მოვსინჯოთ ჩვენი თავი. პირველი ბაზარი, რომელსაც შევეჭიდებით, ალბათ იქნება გერმანია. სავარაუდოდ, პირველი სამიზნე აუდიტორია იქნება აქედან წასული ჩვენი მოქალაქეები, ვისზეც დავიწყებთ მუშაობას. ვფიქრობთ, მოვსინჯოთ, რამდენად მივაღწევთ წარმატებას და მერე დავისახავთ სხვა გეგმებს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, მესამე ბაზარი, რომელზეც „თიბისი ბანკი“ მოსინჯავს ძალებს აზერბაიჯანი იქნება. ბუცხრიკიძის ინფორმაციით, პარტნიორიც უკვე შერჩეულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა