20.ივლისი .2020 11:02

რომელ ქვეყნებში გეგმავს Water Gudauri ქართული წყლის ექსპორტს

views 250
უკან

„წყალი გუდაურის“ პირველი პარტია ექსპორტზე 2019 წლის ნოემბერში გავიდა - ამის შესახებ BM.GE-ის ახალი, ქართული, მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „ვოთერ ლენდის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნანა გოგუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სატესტო რეჟიმში წყლის ექსპორტირება პანდემიამ შეაფერხა და, ჯერჯერობით, ექსპორტის გეგმიურ მოცულობებზე არ გასულან.

„2019 წლის ნოემბერში დავიწყეთ ექსპორტი. სატესტო რეჟიმში, რუსეთში შეზღუდული რაოდენობით 50 000 ბოთლი გავიტანეთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან - უკრაინასთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან მიმდინარეობს. თუმცა  არ გვინდა, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს, რადგან რეგულაციები ხშირად იცვლება და ბაზარი არაპროგნოზირებადია; შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ვგეგმავთ“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

მისივე თქმით, ექსპორტის მიმართულებით, თვეში 1 მლნ 0.500 ლიტრის მოცულობის ბოთლის ექსპორტი იგეგმება.

„არაბულ ქვეყნებთან მთავარი პარტნიორები საუდის არაბეთი, ქუვეითი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები არიან. სამომავლოდ გლობალურ ბაზარზე ოპერირების დიდი გეგმები გვაქვს და გვინდა, ამით საქართველოს პოპულარიზაციაც მოვახდინოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის ქვეყნებზე ექსპორტის გარდა განვიხილავთ ჩინეთის ბაზრსაც. გეგმაში გვაქვს, რომთვეში 1 მლნ -0.500 ლიტრის მოცულობის ბოთლი გავიტანოთ“, - აღნიშნა ნანა გოგუაძემ.

"ვოთერ ლენდის" საწარმო სოფელ ნატახტარში 2017 წელს 3 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედდა და აქტიური წარმოება 2019 წლიდან დაიწყო. საექსპორტო ბაზარზე პირველი პარტია გასული წლის ნოემბერში გავიდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომპანიას მიღებული აქვს ISO-ს და HASPI-ს სერტიფიკატები, გავლილი გვაქვს საერთაშორისო ინსპექტირება. „წყალი გუდაური“ ქართულ ბაზარზე ჰიპერმაკეტ „გუდვილსა“ და „სმარტში“ ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა