მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში იგეგმება პოლიციის რეფორმის ექსპორტი? - შალვა ხუციშვილი

5f12fb675374c
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 18:00
1836
დღეს ისეთ ქვეყნებში გაჩნდა მოთხოვნა პოლიციის უსაფრთხოებაზე, სადაც 2000-იანი წლების დასაწყისში, პროგრესის საჭიროებას და აუცილებლობას ვერ ხედავდნენ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონსულტანტმა შალვა ხუციშვილმა პოლიციის რეფორმის ექსპორტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციის შექმნისა თუ მისი რეფორმირებით ისეთ რეგიონებში ინტერესდებიან, როგორიც არის პოსტ საბჭოთა ქვეყნები და ლათინური ამერიკა.

„PMCG-ის ახალ მიმართულება უსაფრთხოების ნაწილში ჩვენ განვიხილავთ როგორც სისხლის სამართლის მართმსაჯულების მიმართულებას, ისე საპოლიციო საქმიანობას და კრიზისების მართვას.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ქვეყნის შიდა მნიშვნელოვანი სეგმენტი არის პოლიცია, რაზეც მოთხოვნა გაზრდილია როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში, ლათინურ ამერიკაში.

დღეისთვის ის ცოდნა, რაც დაგროვილია სხვადასხვა პერიოდის და განვითარების პროექტების შედეგად საქართველოში პოლიციის კუთხით ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს პოლიციის ოპერაციები, ეს შეიძლება იყოს პოლიციის სერვისები, იგივე ტექნოლოგიური რეფორმები, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. გააჩნია თვითონ ქვეყნებს. აქ სხვადასხვა მიდგომაა საჭირო - ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად, აზიის ქვეყნებში პრაქტიკულად თავიდან ხდება პოლიციის ჩამოყალიბება, ზოგან ხდება რეფორმა, რომელიც გულისმობს მაგალითად განათლების მიმართულებას ან ა.შ.

ჩვენთან უკვე დაგროვდა გარკვეული ცოდნა და ჩამოყალიბდა ახალი თაობები ამ მიმართულებით, შესაბამისად ის რესურსი, რაზეც არის მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ამის ნაწილია ისიც რომ PMCG პოლიციის უფროსების საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანდა.

„ეს არის პროფესიონალების ყველაზე დიდი პლატფორმა, რაც არსებობს მსოფლიოში, დაახლოებით 150 ქვეყნის წარმომადგენელია გაწევრიანებული და ჩვენთვის ეს არის საშუალება ჩვენი გამოცდილება მივიტანოთ ამ პროფესიულ წრეებთან“, - განაცხადა ხიციშვილმა.