მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში იყიდა საქართველომ $110.9 მლნ-ის გამომთვლელი მანქანები - ზრდა 142%-ია

6172a3554302a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.10.21 16:10
916
2021 წლის 9 თვეში უმსხვილეს საექსპორტო საქონელში გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები 1.6%-იანი წილით შევიდა. ქვეყნიდან საქონლის შესაძენად 110.9 მლნ დოლარი გავიდა.

ცნობისთვის, გამომთვლელი მანქანების სასაქონლო ჯგუფში ერთიანდება: გამომთვლელი მანქანები, ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და მათი აქსესუარები - კლავიატურა, მყარი დისკები, ასევე მაინერები, სერვერები და ა.შ. აღნიშნული საქონლის იმპორტი როგორც გასული, ასევე 2019 წლის იმპორტს აღემატება.

2020 წლის 9 თვესთან შედარებით, გამომთვლელი მანქანების იმპორტი 142%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 112.5%-ია.

საქართველოსთვის გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების მთავარი საიმპორტო ბაზარი ჰონ-კონგი და ჩინეთია, ხოლო უმსხვილესი TOP-10 საიმპორტო ქვეყანა ასეთია:

1. ჰონ-კონგი - 52.7 მლნ დოლარი;
2. ჩინეთი - 17.7 მლნ დოლარი;
3. ნიდერლანდები - 7.4 მლნ დოლარი;
4. ჩეხეთი - 5.8 მლნ დოლარი;
5. შვეიცარია - 4.9 მლნ დოლარი;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.9 მლნ დოლარი;
7. ირლანდია - 2.7 მლნ დოლარი;
8. გერმანია - 2 მლნ დოლარი;
9. რუსეთი - 1.7 მლნ დოლარი;
10. მალაიზია - 1.5 მლნ დოლარი.

მიმდინარე წელს იმპორტის ზრდის პარალელურად გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკების ექსპორტიც გაიზარდა. 9 თვეში საქონლის ექსპორტით საქართველომ 18.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. მაჩვენებელი 706%-ით არის გაზრდილი. საქონლის ძირითადი ნაწილი უკრაინაში გავიდა. TOP-10 საექსპორტო ქვეყნები კი ასე გამოიყურება: უკრაინა - 15.2 მლნ დოლარი; ყაზახეთი - 918 ათასი დოლარი; სომხეთი - 561.4 ათასი დოლარი; რუსეთი - 395.9 ათასი დოლარი; თურქეთი - 243.9 ათასი დოლარი; აზერბაიჯანი - 231.5 ათასი დოლარი; აშშ- 215 ათასი დოლარი; საფრანგეთი - 150.5 ათასი დოლარი; ტაჯიკეთი - 112.4 ათასი დოლარი; გერმანია - 65.5 ათასი დოლარი.