მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში იყიდებოდა საქართველოში წარმოებული ჯინსის სამოსი?

5f316b8302f2d
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.20 21:00
1240
ჯინსის სამოსის მწაროებელი პირველი ქართული კომპანია TMGroup Laboratory, რომელიც ბაზარზე ამ ბრენდის ქვეშ 2018 წელს გამოჩნდა, ამავე სახელით პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებდა.

სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ლიბია და პორტუგალია - ამ ქვეყნებში კომპანიამ საქართველოში წარმოებული ჯინსის სამოსი 2018 წელს გაიტანა, ხოლო 2019 წელს ამ ჩამონათვალს უკრაინაც დაემატა.

როგორც TMGroup Laboratory-ის მენეჯერი ინგა კოხოძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამავე პერიოდში ბრენდმა ფეშენ ვიქის რამდენიმე შოურუმში მიიღო მონაწილეობა.

„რაც შეეხება 2020 წელს, ვერაფერს ვიტყვით ექსპორტის მიმართულებით, რადგან აქტივობის დაწყება ამ მხრივ პანდემიიდან გამომდინარე არ დაგვცალდა. თუმცა უცხოელი პარტნიორების მხრიდან დღეისთვის აქტივობა კვლავ ნარჩუნდება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიამ ექსპორტის მიმართულება ამ დრომდე სრულად შეგვიჩერა“, - განაცხადა TMGroup-ის მენეჯერმა.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს რომ 2018-2019 წლებში კომპანიის გაყიდვების ზრდაში ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

„2018 წელს კომპანიას 10%-იანი მოგება ჰქონდა, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა. პირველ წელს მოგების 3%, ხოლო მეორე წელს მოგების 5% ექსპორტზე მოდიოდა“, - აღნიშნა ინგა კოხოძემ.