მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში ყიდის ქართული კომპანია WiFisher-ი სერვისებს?

5f9951f936174
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.20 21:41
1732
პროგრამული უზრუნველყოფის ქართული კომპანია WiFisher-ის გაყიდვებში ექსპორტს პანდემიამდე 35%-იანი წილი ეკავა, პანდემიამ კი ეს მაჩვენებელი 10%-მდე შეამცირა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი ნოდარ ივანიძე ამბობს, კომპანია სერვისების ექსპორტის პანდემიამდელ მაჩვენებელს, 2020 წელს ვერ დაუბრუნდება და ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

სომხეთი, აზერბაიჯანი, ბალტიისპირა და სპასეთის ყურის ქვეყნები, აფრიკა, ევროპაში - შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც WiFisher-ის პირველი პროდუქტის WiFi რეკლამა პირდაპირი თუ პარტნიორების დახმარებით არის შესული და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, თუმცა პანდემიამ ახალი ბაზრების ათვისება შეაჩერა.

„პირდაპირი გაფართოება გვაქვს სომხეთსა და უზბეკეთში, სადაც პარტნიორების გარეშე ვყიდით სერვისებს და ეპიდემიის გამო გაჩერდა გაყიდვები და ახლა ისევ დაიწყო აღდგენა. რაც შეეხება დანარჩენ 20 ქვეყანას, პანდემია რომ დაიწყო, გაფართოება ცოტა გავაჩერეთ, თუმცა გვინდა რომ ამ ქვეყნებში ჩვენი ახალი პროდუქტებიც შევიტანოთ, ამიტომ მომავლის გეგმად გვაქვს 1.5 წლის წინ შექმნილი პროდუქტის - მომხმარებელთა ხარისხობრივი ანალიზის, ანუ მთვლელების სისტემაზე სერტიფიკატის აღება, რაც დაახლოებით 25 000 ევრომდე ჯდება და 2021 წლის გაზაფხულიდან უკრაინასთან და სომხეთთან ამ სერვისის მიწოდებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ვგეგმავთ“, - განაცხადა Wifisher-ის ნოდარ ივანიძემ.