მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფი?

63c7a3872f1fe
გიორგი თოლორდავა
18.01.23 11:54
2440
მსოფლიოს მასშტაბით ბენზინის ტიპის საწვავის ფასები მკვეთრად განსხვავებულია. ზოგადად, ყველაზე დაბალი ფასები ნავთობით მდიდარ, ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებშია; ენერგორესურსები ყველაზე ძვირად კი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში ფასობს, სადაც მოხმარება თითქმის სრულადაა დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.

ამჟამინდელი მდგომარეობით, მსოფლიოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1.29 დოლარს შეადგენს, რაც 3.45 ლარის ტოლფასია. ბენზინის შეძენა ყველაზე იაფად ვენესუელაშია შესაძლებელი, სადაც მისი ღირებულება 0.016 დოლარს შეადგენს ანუ 4 თეთრს.

ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონგ-კონგში ღირს, სადაც მისი საშუალო ფასი 2.95 დოლარს აღწევს, რაც 7.9 ლარის ტოლფასია.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში პრემიუმის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 1.14 დოლარს შეადგენს, რაც 3.06 ლარის ეკვივალენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბენზინის ფასი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 40 თეთრით ნაკლებია.

გასათვალისწინებელია, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირად საქართველოში ფასობს, ყველაზე იაფად მისი შეძენა კი აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც საწვავის ფასი 0.58 დოლარს შეადგენს, რაც 1.57 ლარია.


გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია:

1. ჰონგ-კონგი - $2.954
2. ისლანდია - $2.251
3. ნორვეგია - $2.217
4. სამხ. აფრიკის რესპუბლიკა - $2.145
5. დანია - $2.141
6. მონაკო - $2.137
7. ისრაელი - $2.101
8. სირია - $2.043
9. საბერძნეთი - $2.004
10. ფინეთი - $1.994


სახელმწიფოების სია, სადაც ბენზინი ყველაზე იაფადაა ხელმისაწვდომი:

1. ვენესუელა - $0.016
2. ლიბია - $0.031
3. ირანი - $0.053
4. ანგოლა - $0.318
5. ალჟირი - $0.338
6. ქუვეითი - $0.344
7. ეგვიპტე - $0.363
8. თურქმენეთი - $0.429
9. ნიგერია - $0.446
10. ყაზახეთი - $0.456


ბენზინის ფასები რეგიონის ქვეყნებში:

1. აზერბაიჯანი - $0.588
2. რუსეთი - $0.751
3. თურქეთი - $1.086
4. სომხეთი - $1.135
5. საქართველო - $1.145