მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო?

60ef170525f69
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.21 23:05
1488
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულოა. ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ ჯამში ვაქცინაცია 13 ქვეყანაშია სავალდებულო, მათ შორის საფრანგეთში, რომელიც ჩამონათვალს 12 ივლისს დაემატა ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით. მაკრონის ინიციატივით ვაქცინაცია სავალდებულო ჯანდაცვის მუშაკებისთვის გახდა.

Statista-ს ინფორმაციით, ვაქცინაცია სავალდებულოა ზოგიერთი კატეგორიის მომსახურე პერსონალისთვის დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ასევე ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და ვატიკანშია. ანალიტიკური პლატფორმა ასევე წერს, რომ ვაქცინაცია ძირითადად სავალდებულოა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვისაც პროფესიის გამო ბევრ ხალხთან უწევთ ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია ასევე სავალდებულოა აშშ-ში ზოგიერთი პროფესიის ადამიანისთვის, ხოლო ახლახან სან-ფრანცისკოში გამოცხადდა, რომ ყველა დასაქმებული ადამიანი ანუ 35,000-მდე საჯარო სექტორში დასაქმებული აუცილებლად უნდა აიცრას კორონავირუსზე.

Statista წერს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდა რუსეთში, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგია.

ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულოა:

1. აშშ
2. დიდი ბრიტანეთი
3. საფრანგეთი
4. ვატიკანი
5. იტალია
6. საბერძნეთი
7. საუდის არაბეთი
8. რუსეთი
9. ყაზახეთი
10. ტაჯიკეთი
11. თურქმენეთი
12. პაკისტანი
13. ფიჯი