21.სექტემბერი .2021 00:13

რომელ ქვეყნებშია უმაღლესი განათლების მიღება ყველაზე ძვირი?

რომელ ქვეყნებშია უმაღლესი განათლების მიღება ყველაზე ძვირი?
views 677
უკან

ანალიტიკური პლატფორმა Statista  OECD-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ უმაღლესი განათლების მიღება ყველაზე ძვირი დიდ ბრიტანეთშია, სადაც სწავლის საფასური სახელმწიფო უნივერსიტეტებში წელიწადში საშუალოდ 12.330 აშშ დოლარს უტოლდება.

OECD-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა სწავლის საფასურით სხვა ქვეყნებს 2000 წლიდან გაუსწრო, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ფასმა 700%-ით მოიმატა.

ანალიტიკური პლატფორმის მიხედვით, ბრიტანეთის შემდეგ უმაღლესი განათლება ყველაზე ძვირი აშშ-ში და იაპონიაშია.

Statista-ს ცნობით, საზღვარგარეთ განათლების მიღება შედარებით იაფია ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, ხოლო უფასოა შვედეთში, ნორვეგიაში, დანიასა და ფინეთში.

რა ჯდება საზღვარგარეთ განათლების მიღება?

1. დიდი ბრიტანეთი - 12,330 აშშ დოლარი წელიწადში
2. აშშ - 9,212 აშშ დოლარი წელიწადში
3. იაპონია - 5,177 აშშ დოლარი წელიწადში
4. კანადა - 5,060 აშშ დოლარი წელიწადში
5. სამხრეთ კორეა - 4,792 აშშ დოლარი წელიწადში
6. იტალია - 2,013 აშშ დოლარი წელიწადში
7. ესპანეთი - 1,768 აშშ დოლარი წელიწადში
8. საფრანგეთი - 233 აშშ დორალი წელიწადში
9. გერმანია - 148 აშშ დოლარი წელიწადში
10. შვედეთი - 0 აშშ დოლარი

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა