მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია? - რეიტინგი

6387580c2e8dc
BM.GE
30.11.22 17:24
620
2022 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციურმა პროცესებმა უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. აშშ-ში, ევროკავშირში, ბრიტანეთში ინფლაციამ ბოლო 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ყველაზე მეტად ინფლაციის შედეგად განვითარებადი ქვეყნები დაზარალდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 284%-იანი ინფლაცია ზიმბაბვეში ფიქსირდება. მეორე ადგილზეა ვენესუელა 210%-იანი ინფლაციით, სუდანში სამომხმარებლო ფასები 154%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს მეზობელ თურქეთში 73%-იანი ინფლაცია ფიქსირდება.

IMF-ის თანახმად, საქართველოში წელს საშუალო ინფლაცია 11.6% იქნება, რითიც ქვეყანა მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებს.