ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოჯახის ექიმებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა ფიქსირდება, რის გამოც სახელმწიფო რეგიონებში კოვიდის მართვისთვის კლინიკების რიცხვს ზრდის.
ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონული კლინიკების რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება.
"კოვიდის მართვაში ჩართული გვყავდა 25 კლინიკა და მათი რიცხვი 66 კლინიკამდე გაიზარდა. მივდივართ პრინციპამდე, რომ ოჯახის ექიმები პაციენტებთან კავშირზე უბნების მიხედვით იქნებიან. გვაქვს იმის საშუალება, რომ პაციენტების გადამისამართება ამ ფილტრით მოხდეს, რაც მეტად უფრო მოქნილს გახდის ყველაფერს, შესაბამისად, ზარების გადანაწილება ექიმებზე არ იქნება დიდი რაოდენობის და თითოეულ ექიმს დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე მონიტორინგზე 3-დან 5 პაციენტამდე ეყოლება. ამ კვირის შემდეგ დღეებში ვგეგმავთ თბილისში დავამატოთ 9 კლინიკა, სამეგრელოში - 3, მცხეთაში - 1, ხოლო - იმერეთში -3", - თქვა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ შემდეგი კვირიდან იმერეთსა და სამეგრელოში, ჯამში, კიდევ 6 კლინიკას დაამატებენ.
მისი შეფასებით, კლინიკების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზარების და პაციენტების მონიტორინგს, ვინაიდან პროგრამაში უკვე სრულიად საქართველოს ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთვება.
„ექიმები არაერთხელ გადამზადდნენ. მათ აქვთ დეტალური პროტოკოლები როგორ უნდა მართონ პაციენტები. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ პროტოკოლებს, დღეს სტაციონარიზაციის და ბინაზე მართვის კრიტერიუმები კიდევ ერთხელ განახლდება, რომელსაც საზოგადოება და ექიმები შემდეგი კვირიდან გაეცნობიან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?