მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ რეგიონებში გადაეცემათ დევნილებს ბინები 2025 წლამდე? - პროგრამის ბიუჯეტი ₾900 მლნ-ია

647f39d621c79
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.23 17:54
1418
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

„აღსანიშნია, რომ პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინებს გადავცემთ, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის, საერთო ჯამში, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.