ბოლო 2 წელია თბილისის შემოგარენში კერძო სახლების აშენებაზე მოთხოვნა იზრდება. ბოლო ტენდენციებით, ყველაზე მეტად მოქალაქეების მიწის ნაკვეთებს საგურამოსა და ორბეთის მიმართულებით ყიდულობენ.
როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტის“ დამფუძნებელმა გუგა კობახიძემ განაცხადა, ფასი საგურამოში 30-დან 150 დოლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, რამდენად ათვისებულია ესა თუ ის ტერიტორია.
„პანდემიის შემდეგ მიწებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს არ ჩერდება. რიგ ქვეყნებში საზაფხულო სახლი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ტენდენცია ჩვენთანაც შეინიშნება. ცხადია მოთხოვნა განაპირობებს ფასების ზრდასაც. დღეს რამდენიმე მიმართულებაა განვითარებული, ერთი წყნეთი-კიკეთი, მეორე წავკისი-ტაბახმელა და ახლა მნიშვნელოვნად ვითარდება საგურამოს რეგიონი, მიმდებარე სოფლები, სადაც ჯერ დიდი რესურსია და მიწები ხელმისაწვდომია.
ყველაზე პოპულარული მიწის ზომა სახლის მშენებლობისთვის არის 600-1 000 კვ.მ. ფასები საგურამოში შეიძლება იყოს 30-დან 150 დოლარამდეც იმის მიხედვით, თუ რომელი ადგილი უფრო ათვისებულია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მოქმედებს ხოლმე არის ინფორმაციის გავრცელება, როგორც კი კონკრეტულ ადგილზე გავრცელდება ინფორმაცია, მაშინვე ინტენსიურად იზრდება მოთხოვნა. შედეგად საგურამოს გარშემო ახალი ლოკაციები ჩნდება, მაგალითად ახატანი, რომელიც აქამდე უცნობი იყო, თუმცა ადრე ბევრი სააგარაკე სახლი გვხდებოდა.
მიწებზე მოთხოვნა თბილისშიცაა, თუმცა ადრე რასაც სააგარაკეს ვეძახდით, ის დღეს საცხოვრებელი ტერიტორია გახდა, მაგ. მუხიანის აგარაკები. საგურამო ჯერ კიდევ სააგარაკეა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ ის ადგილებიც საცხოვრებელი გახდება, რადგან ბუნებრივი პროცესია, როცა ქალაქი იზრდება, ნაწილი ქალაქგარეთ გადის.
ბათუმის შემოგარენშიც იგივე ხდება, ბახმაროშიც, რომელიც საინვესტიციოდ განიხილება, თუმცა სხვაგან ისეთი ტემპი, როგორიც თბილისშია, არ არის", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კობახიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი