მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ საიტებს იყენებენ აშშ-ში სასტუმროების დასაჯავშნად ყველაზე ხშირად?

60d1e11b1db1b
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.21 22:40
830
აშშ-ში COVID-რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, სულ უფრო მეტი ამერიკელი ინტერესდება ონლაინ ჯავშნებით. როგორც ანალიტიკური პლატფორმა Statista  წერს, გამოკითხული მომხმარებლების 31% აცხადებს, რომ ყველაზე უფრო ხშირად სასტუმროების ვებ-გვერდებს ჯავშნების განსახორციელებლად სპეციალურად განკუთვნილი ონლაინ ჯავშნების სისტემების ნაცვლად იყენებენ.

ანალიტიკური პლატფორმა Global Consumer Survey-ზე დაყრდნობით წერს, რომ გამოკითხული მოსახლეობის 29%-ი იყენებს Expedia-ს ვებ-გვერდს ონლაინ ჯავშნების განსახორციელებლად, ხოლო 29%-ი Hotels.com-ს.

Global Consumer Survey-ის მიხედვით, Airbnb-ი და Booking.com-ი, გამოკითხული მოსახლეობის 24%-სა და 23%-ს შორის არის პოპულარული.

TOP-8 ყველაზე პოპულარული ონლაინ ჯავშნბის საიტი აშშ-ში შემდეგია:

1. სასტუმროების ვებ-გვერდები - 31%
2. Expedia -29%
3. Hotels.com – 28%
4. Airbnb – 24%
5. Booking.com – 23%
6. TripAdvisor -11%
7. Priceline-10%
8. Travelocity -10%.