მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სატრანსპორტო ხაზებზე მოემსახურებიან მოსახლეობას ახალი ავტობუსები 23 სექტემბრიდან?

614995668a6cc
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 13:12
439
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. ახლადჩამოსული ავტობუსების და მიკროავტობუსები თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს წარადგინა.

მერიის ინფორმაციით, ISUZU-ს მარკის ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტისაა და 53 მგზავრზე გათვლილი, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულება კი 21 289 768 ევროა.

თბილისის მერმა წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ახალი ავტობუსების მოსახლეობას 23 სექტემბრიდან მოემსახურებიან. თბილისი მერია კი იმ სატრანსპორტო ხაზებს აქვეყნებს, რომელზეც ახალი ავტობუსები გავლენ.

მათი ცნობით, 23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე მათი რაოდენობა გაიზრდება და მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე შემცირდება.

ცნობისთვის: ავტობუსი შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას უზრუნველყოფს, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.