მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სახელმწიფო უწყებებშია ყველაზე მეტი აცრილი? - იმნაძის პასუხი

614a116ada88d
თათია ჩაფიჩაძე
21.09.21 22:00
604
პენიტენციური დაწესებულებები, ჯარი და პოლიცია - ამ დროისთვის ყველაზე მეტი აცრილი ამ სახელმწიფო ორგანოებში ფიქსირდება.

„ასე გამოხშირვა სახელმწიფო უწყებებში და საჯაროში რთულია, თუმცა გარკვეულ ჯგუფებში გვაქვს მონაცემები. ერთ-ერთი ლიდერი არის პენიტენციალური სისტემა, სადაც როგორც თანამშრომლების უმრავლესობა ისე მსჯავრდადებულების დიდი ნაწილი უკვე აცრილია. ასევე კარგი შედეგია პოლიციაში და ჯარში, აქ უფრო ადვილია მონაცემების მოპოვება. მასწავლებლებშიც მოიმატა სხვათა შორის აცრებმა და ექიმებშიც, ბევრს ლაპარაკობენ ექიმებზე მაგრამ მათი 70%-ზე მეტი უკვე აცრილია, ასე რომ არც ისე არ არის საქმე, რომ ისინი მაგალითს არ იძლეოდნენ“, - ამბობს პაატა იმნაძე.

ცნობისთვის, 21 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.