„ჩეხეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მუდმივად მიესალმებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას. ამ საკითხზე ვისაუბრეთ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტთან და აქ იყო ძალიან მიკაფიო მესიჯი, რომ ჩეხეთს სურს საქართველო იხილოს ევროკავშირში და ნატოს წევრად. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩეხეთი, მიმდინარე წელს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, როდესაც საუბარი მიდის ევროინტეგრაციაზე, აქ განიხილება კონკრეტული, პრაქტიკული შედეგები, უპირატესობები საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ჩვენ ვსაუბრობთ მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მეტ ინვესტიციებზე. განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, სადაც შეიძლება მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს ჩეხეთთან - ეს არის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა და ინვესტიციები ენერგოგენერაციაში, ასევე ინვესტიციები მანქანათმშენებლობაში, რაშიც ჩეხეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და დიდი გამოცდილება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო, ჯანდაცვის და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ჩეხეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მთავრობათშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
„დარწმუნებული ვარ, ასეთი ფორმატები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ორი დღის განმავლობაში, საქართველოში იქნება ბიზნეს-ფორუმები, რომლებიც პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული თბილისსა და ბათუმში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის, ჩეხეთის მთავრობა საქართველოში ხსნის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს, CzechTrade-ის რეგიონულ ოფისს, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება