მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორში გაიზარდა ყველაზე მეტად ბიზნესის ბრუნვა I კვარტალში

60b9db8b2cd10
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.21 11:50
1001
საქსტატმა დღეს 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ბიზნესის ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კერძო სექტორის ბრუნვამ წლის დასაწყისში 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 11.3%-ით მეტია. მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის - 10.7 მილიარდიანი ბრუნვა ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ზრდამ წინა წელთან შედარებით 9.9% შეადგინა. ბრუნვის მოცულობით მეორე ადგილზეა “ხელოვნება გართობის” ჯგუფი, რაც ძირითადად აზარტული თამაშების სფეროს მოიცავს, აქ ბრუნვა 9.2 მილიარდი ლარი იყო, ზრდამ კი 26.9% შეადგინა. არაერთ სექტორში - მათ შორის მშენებლობაში, ტურიზმში, ტრანსპორტში ზრდის ნაცვლად ბრუნვის შემცირება დაფიქსირდა.

ეკონომიკის სექტორები ზომის და ბრუნვის ზრდის მიხედვით:

1. საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 10.70 მილიარდი ლარი, ზრდა 9.9%
2. ხელოვნება გართობა და დასვენება - 9.20 მილიარდი ლარი, ზრდა 26.9%
3. დამამუშავებელი მრეწველობა - 2.55 მილიარდი ლარი, ზრდა 10.3%
4. მშენებლობა - 1.45 მილიარდი ლარი, კლება -3.5%
5. ტრანსპორტირება და დასაწყობება - 1.36 მილიარდი ლარი, კლება -2.6%
6. ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება - 1.21 მილიარდი ლარი, ზრდა 17.6%
7. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 512 მილიონი ლარი, ზრდა 14.6%
8. პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 319 მილიონი ლარი, კლება -3.5%
9. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 316 მილიონი ლარი, ზრდა 4.6%
10. სამთომოპოვებითი მრეწველობა - 284 მილიონი ლარი, ზრდა 36.1%
11. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 247 მილიონი ლარი, კლება -32.8%
12. სარესტორნო სფერო - 177 მილიონი ლარი, კლება -31.1%
13. სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 156 მილიონი ლარი, ზრდა 13.1%
14. განათლება - 126 მილიონი ლარი, ზრდა 5.2%
15. წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა - 76 მილიონი ლარი, ზრდა 19.2%
16. სასტუმროების სფერო - 53 მილიონი ლარი, კლება -70.9%
17. სხვა სახის მომსახურება - 29 მილიონი ლარი, კლება -25.7%

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ეს კი იმასნიშნავს, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვის 11.3%-იანი ზრდის მიუხედავად ეკონომიკის ჯამური მოცულობა მაინც შემცირდა.

საქსტატმა ორშაბათს აპრილის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. ჯერჯერობით, უცნობია, ცალკეული სექტორების მიხედვით რა მოცულობის ბრუნვა იყო აპრილის განმავლობაში.