მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - საქსტატი

5ee8803b07ced
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.20 12:35
9346
2020 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2020 წლის I კვარტლის სტატისტიკაშია აღნიშნული. 

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა:

• საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2%);
• მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5%);

რაც შეეხება ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, ის 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227 ლარი შეადგინა.

ბიზნეს სექტორში საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (2 046.4 ლარი, წლიური ზრდა -0.5%) და ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგში (1 922.0 ლარი, წლიური ზრდა 8.2%) ფიქსირდებოდა.

ამასთან, 2020 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 168.1 ლარით გაიზარდა და 1 161.2 ლარი შეადგინა. ამ მხრივ შედარებით მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობასა და სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს ჰქონდათ.