მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

55 უწყება, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს შეამოწმებს

63de193faa5a2
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.23 10:39
3882
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა წარმოადგინა, რომელიც მიმდინარე წელს 55 აუდიტის ჩატარებას გულისხმობს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენილი გეგმით ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 90%-ის დაფარვაა გათვალისწინებული.

„2022 წელთან შედარებით იზრდება ფინანსური აუდიტების როგორც რაოდენობა, ასევე თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი“, - აღნიშნულია აუდიტორული საქმიანობის 2023 წელის გეგმაში.

გეგმის მიხედვით, 2023 წელს 15 ფინანსური აუდიტის ჩატარება იგეგმება, აქედან 11 ფინანსური აუდიტი − ცენტრალურ ბიუჯეტს შეეხება, 1 ფინანსური აუდიტი − აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტს, 1 ფინანსური აუდიტი − აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტს, 2 ფინანსური აუდიტი კი მუნიციპალურ ბიუჯეტს.

ფინანსური აუდიტები 2022 წლის პერიოდს შეეხება და დაიფარება: სახელმწიფო ბიუჯეტის 93%; აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტის 100%; აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტის 100%; მუნიციპალური ბიუჯეტების 56%.

უწყებები, სადაც 2023 წელს ფინანსური აუდიტი ჩატარდება:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
6. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
10. საქართველოს პროკურატურა
11. საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები
12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
14. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
15. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება

გარდა ამისა, 2023 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით განისაზღვრა 25 შესაბამისობის (თემატური)
აუდიტის ჩატარება:

1. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურებისა და სოციალური დახმარების სახით გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი
2. პროგრამის - „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ შესაბამისობის აუდიტი
3.შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისობის აუდიტი
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი
5. სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
6. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი
7. საქართველოს პარლამენტის საფინანსოეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
8.სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
9.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის - „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში
პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
10.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის - „განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“
ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
11. შპს „სანდასუფთავების“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
12.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
13.ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
14.ადიგენის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
15.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
16.ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
17.ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
18.გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
19.გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
20.დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
21.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
22.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
23. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
24. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
25. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული „გამწვანების ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი 03 01) შესაბამისობის აუდიტი

2023 წლის აუდიტის გეგმით გათვალისწინებულია 12 ეფექტიანობის აუდიტი, რაც მთლიანი აუდიტორული საქმიანობის (55 აუდიტი) 22%-ს შეადგენს:

1. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
2. შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობა
3. შესყიდვების მართვის პროცესის ეფექტიანობა
4. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა
5. ფსიქიკური ჯანმრთელობა
6. მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობა
7. შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი
8. სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები
9. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კარიერული და წოდებრივი ზრდის სისტემების მართვა
10. სამხედრო განათლების სისტემა
11. მაღალმთიანი დასახლების განვითარება
12. მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება

2023 წლის აუდიტის გეგმით განისაზღვრა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი:

1. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი
2. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ განხორციელებული საფინანსოეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.