მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ წელს დაიწყება არქიტექტორების სერტიფიცირება – ცვლილება კანონში

5dcfdacef3188
დავით ჯალაღონია
16.11.19 15:45
1312
პარლამენტში "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტია დარეგისტრირებული, რომლის თანახმად, არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირების მუხლი 2020 წლის 1 ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

"მოთხოვნა, არქიტექტურული პროექტი დამოწმდეს სერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ გადავადდა 2 წლით, რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს არქიტექტორებზე.

კერძოდ, მათ არ მოუწევთ სერტიფიცირების ხარჯების გაღება, ხოლო სერტიფიკატის მიუღებლობის შემთხვევაში, შემოსავლების გარეშე დარჩენა. რაც შეეხება, 2 წლით არქიტექტორის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს შექმნის გადაწევის საკითხს, ასეთი ორგანოს 2 წლის შემდეგ შექმნის საკითხი არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, ვინც შექმნის მას", – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია.