07.მაისი .2020 16:22

რომელი ავიაკომპანიები განაახლებენ ფრენებს და რა მიმართულებით? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

views 784
უკან

ფრენების შესახებ კონკრეტული გეგმა წარმოდგენილი იქნება მაისის განმავლობაში - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორიში ანტიკრიზისული გეგმის წარგენის შემდეგ ჟურნალისტიების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ 1 ივლისამდე არსებულ პერიოდს უწყება პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესების და იმ მიმართულებების განსასაზღვრად იყენებს, რომლიდანაც შემოვლენ ტურისტები პირველ ეტაპზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდამდე ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლპარაკებები იმ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან, ვინც ჩვენთან აქამდე დაფრინავდა და შემდგომშიც გააგრძელებს ფრენას და არა მარტო მათთან, იმიტომ, რომ იცით რომ ძალიან ბევრი კომპანია დაფრინას საქართველოზე და ჩვენი ღია ცის პოლიტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

მათ შორის გეტყვით, რომ ვართ აქტიურ კომუნიკაციაში „ვიზეართან“, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავინახოთ, რომ ვიზეარი შეასრულებს ყველა იმ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს, რაც იქნება ამ დღეებში დაწესებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან, ასევ უკვე გამოქვეყნებულია IATA-ს სტანდარტები, რომელიც ავიაციას ეხება და იქ ერთი შეხედვით არაფერია ისეთი, რაც არ შეიძლება შეასრულონ საერთაშორისო კომპანიებმა.

ჩვენ პარალელურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი აეროპორტები იყოს მზად და ყვალა გაიდლაინი იყოს დაცული, კონკრეტული გეგმა იქნება მაისის განმავლობაში და ვმუშაობთ იმ მიმათულებების შორთლისტზე, რომლის მომსახურEბაზე მზადყოფნას გამოთქვამს იგივე ვიზეარი, სადაც უფრო მეტი პერსპექტივაა, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს თავიდანვე. ასევე ვმუშაობთ იმ ქვეყნებთან, დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომ ჩვენ შევქმნათ უსაფრთხო დერეფნები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მონაწილეები ყველა მრავალმხრივი ინიციატივის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივის, რაც შეეხება საზღვრების ეტაპობრივ გახსნას.

ჩვენ აქამდე საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ვახორციელებდით ავიაციის სფეროში, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერასახ გულისხმობდა ეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ გავაორმაგეთ „ვიზეარის“ ფრენები, ასევე „რაინეარი“ შემოვიყვანეთ, სხვა საავიაციო მიმართულებები გავხსენით. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძლებთ, უბრალო მოვარგებთ მას ახალ რეალობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტუალურია ტრადიციული მიმართულებები ევროკავშირის მიმართულებით და ასევე მეზობელი ქვეყნები.

„პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით რა ტრადიციული მიმართულებებიც ჩვენ გვქონდა. ვლაპარაკობთ „აირზენასთან“, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, იმიტომ, რომ ახლა მთავრობა და საავიაციო სექტორი ერთმანეთს გვერდში თუ არ დაუდგა გაჭირდება სწრაფად აღდგენა ფრენების და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში.

პარალელურად ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან, ასევე აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა, თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. ეს კოვიდამდეც აქტიური მიმართულება იყო. მარტივი არის მათთვის უფრო, იმიტომ, რომ არამარტო საჰაერო გზებით, არამედ სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ შემოსვლა. ჩვენ ყველა იმ უსაფრთხო დერეფნის სტანდარტის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ, რეგიონის ქვეყნებს ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არც ერთ შანსს უახლოეს პერიოდში ისევ შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა