მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ავიაკომპანიები იფრენენ 1 თებერვლიდან საქართველოში?

6016d78175dc9
ლიკა გურაბანიძე
31.01.21 23:45
2144

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ "Forbes კვირასთან" ინტერვიუში ამ დრომდე დაწესებული შეზუდვების საჭიროება კიდევ ერთხელ განმარტა და იმ წესებზე ისაუბრა, რომლის დაცვა საქართველოში ჩამოსვლისას ვიზიტორებს მოუწევს.

კერძოდ, როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნების ვიზიტორები ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

ამასთან, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება იმას, რომელი კომპანიები იფრენენ 1 თებერვლიდან, ლევან კარანაძემ Forbes კვირასთან" ინტერვიუში რამდენიმე ავიაკომპანია დაასახელა.

“კომპანიები, რომლებიც ამ დრომდე არ დაფრინავდნენ და ფრენების აღდგენას ახლა გეგმავენ, არიან Flydubai და Air Arabia. გარდა ამისა, "ყატარის ავიახაზები" და Pegasus Airlines-ი სიხშირეების დამატებას გეგმავენ", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ "ფრენის სურვილს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“, Sky Up და Belavia-ც გამოხატავენ".

"ავიაკომპანიების და მათ მიერ სიხშირეების ზრდა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული... 13 კომპანია დაფრინავდა და პირველ პერიოდში, ამ რიცხვის 20-მდე ასვლას ველოდებით. ცხადია, ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს რეგულაციებზეა დამოკიდებული, არამედ სხვა ქვეყნების რეგულაციებსა და ეპიდვითარებაზე. ახალი შტამის გამოჩენამ ახალი შეფერხებები შექმნა და ქვეყნები, რომლებიც გახსნილები იყვნენ, ისინიც კი, გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ. ამდენად, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია”, - აღნიშნა ლევან კარანაძემ.