საქართველოს მთავრობა პენსიების და სოციალური შემწეობების დარიგების მიზნით ახალ პარტნიორ ბანკს ეძებს. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 105 მილიონი ლარის 7-წლიანი ტენდერი გამოაცხადა. დღეს ამ ტენდერში წინადადებების მიღება ამოიწურა, რის შემდეგაც ავტომატურად წინადადებათა რიგითობით გასაჯაროება დაიწყო. ამჟამად სისტემაში მხოლოდ “ლიბერთი ბანკის” წინადადება ჩანს, რომელიც სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას 105 მილიონ ლარად სთავაზობს.
ეს არ ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ “ლიბერთი ბანკმა” მიიღო. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის წესების თანახმად, ფასის და შეთავაზებული პირობების მიხედვით რიგითობით იხსნება კანდიდატების წინადადებები. ანუ ამჟამად უცნობია, აქვთ თუ არა ტენდერში წინადადება წარდგენილი “ლიბერთი ბანკის” გარდა სხვა ბანკებსაც. როგორც ცნობილია ამ ტენდერში მონაწილეობის მიღების ინტერესი ჰქონდა “საქართველოს ბანკსაც”.
“ლიბერთი ბანკი” აღნიშნავს, რომ სოციალური გასაცემლების დარიგებისთვის კონკურენტული უპირატესობა სწორედ მას გააჩნია, რადგანაც ბანკი 2001 წლიდან არიგებს პენსიებს და ქვეყნის მასშტაბით ამისთვის ყველაზე ფართო ქსელიც აქვს - რაც ფილიალებს, მობილურ სერვისცენტრებს და ბანკომატებს აერთიანებს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სატენდერო პირობების თანახმად, ბანკების წინადადების შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმით უნდა მომხდარიყო. ერთი იყო პენსიის დარიგების ღირებულება, რაც მთავრობას წელიწადში 15 მილიონი ლარით (7 წელზე 105 მილიონი ლარით) აქვს განსაზღვრული. ამ კრიტერიუმს მთლიან შეფასების წონაში 30%-იანი წილი უჭირავს.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი (შეფასების 70%-იანი წილი), რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რითიც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს. განაკვეთების საწყისი წერტილის ათვლა იწყება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსიდან, რომელიც ამჟამად 10.6%-ს შეადგენს. მაქსიმალური განაკვეთი რომლიდანაც ტენდერში ვაჭრობაა დაშვებული არის 15% ანუ, საუბარია მაქსიმუმ 10.6%+15%=25.6%-ის საპროცენტო განაკვეთზე.
წარდგენილი წინადადების ეს ნაწილი არ არის საჯარო, რადგანაც ბანკების მიერ წარდგენილი წინადადებების “ფასების ცხრილი” საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის მითითების ველს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ “ლიბერთი ბანკი” სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას წელიწადში 15 მილიონ ლარად, ანუ 7 წელში 105 მილიონ ლარად შესთავაზებს, ხოლო წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი, რითიც ბანკი სახელმწიფოს საპენსიო სესხების გაცემას სთავაზობს საჯარო არაა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად უცნობია მიიღეს თუ არა ტენდერში მონაწილეობა “ლიბერთი ბანკის” გარდა სხვა კომერციულმა ბანკებმაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს