„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა რუსეთში ხორბლის ექსპორტირებისას 1 ტონაზე 50 ევროიანი საბაჟო გადასახადის დაწესების გამო, ხორბლის ალტერნატიულ ბაზრებს ასახელებს და ამბობს, რომ რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური, უკრაინული და რუმინული ხორბალი ჩაანაცვლებს.
BM.GE-ისთან საუბრისას ლევან სილაგავა აცხადებს, ბაზრები პროდუქტის ღირებულების მიხედვით შეირჩევა და განმარტავს, რომ ხორბლის საიმპორტო ფასს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული მისი ღირებულება და ლოგისტიკური ხარჯები ადგენს.
"რუსეთის კონკურენტი რეგიონალურად შეიძლება ის ბაზრები იყოს, რომლებიც ლოგისტიკურად უფრო ახლოს არიან, ამიტომ ალტერნატიულ ბაზრებად განიხილება ყაზახეთი, უკრაინა, რომელსაც შავი ზღვით ვუკავშირდებით და რუმინეთი, სადაც კონსტანცას პორტია.
თუ უფრო შორს წავალთ, მაგალითად, საფრანგეთში, ხორბლის ტრანსპორტირება უფრო ძვირი დაგვიჯდება, რაც თავისთავად გაზრდის პროდუქტის ფასს. ამის მიხედვით განიხილება ყაზახური და უკრაინული ბაზრები. განიხილება რუმინულიც, თუმცა უფრო რთულად, რადგან რუმინეთმა პანდემიის პერიოდში დაანონსა შეზღუდვები, მაგრამ რადგან ევროკავშირის წევრი იყო, თავისუფალი ბაზრის პრინციპის გამო საზღვრები ვერ ჩაკეტეს, თუმცა რაოდენობრივად არ ჰქონდა იმდენი, რომ ევროკავშირის გარეთ გაეტანათ, ამიტომ მხოლოდ ევროკავშირში ყიდიან ხორბალს. ევროკავშირში კი, ყველაზე მსხვილი ბაზრები რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანიაა. შესაბამისად, რუსეთის მიერ საზღვარზე დაწესებული გადასახადის გამო ხორბალი გაძვირდა, რამაც ალტერნატიულ ბაზრებზე არსებული ღირებულება დააბალანსა, თუმცა ის, რომ ახალი ბაზრებიდან მოგვიწევს ხორბლის იმპორტი, ეს პურის ფქვილზე ფასს ვერ გაზრდის და გარკვეული დაბალანსება ფქვილის ფასში შეიძლება იყოს“, - განმარტა ლევან სილაგავამ.
ის აღნიშნავს, რომ იმპორტის დროს ბაზრების დივერსიფიკაციაზე ორიენტირის აღება რთულია, რადგან იმპორტიორს ამ შემთხვევაში, ხორბალი მისთვის მისაღები ფასის მქონე ბაზრიდან შემოაქვს.
„დივერსიფიცირება იმპორტის დროს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია და ეს ქვეყნის მოწონებაზე არ არის, სადაც დაბალი ფასია, იქიდან მოგაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენტი წაიღებს იმ ბაზრიდან. სხვა შემთხვევაა, როდესაც ექსპორტზე გაგაქვს და შენ მიერ ნაწარმ პროდუქტზე ფასს აწესებ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის პროგნოზით, ალეტერნატიული ბაზრებიდან ხორბლის შემოტანა პურის ფქვილის ფასს არ გაზრდის, ლევან სილაგავას ვარაუდით, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას პურის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება ისე მოუწიოს.
როგორც ცნობილია, პროგრამა 4 თვიანი იყო და 1 აპრილს მთავრდება, ხოლო 1 ტომარა ფქვილის სამიზნე ფასი მეპურეებისთვის იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს, 53 ლარიან ნიშნულზე ჯერ არ ჩამოსულა და ახლო მომავალში ეს შეიძლება არც მოხდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა